თეგებით ძიება
27. 05. 2021 მსოფლიო

„ჰამასი“: ღაზას სექტორისთვის გამოყოფილი თანხებიდან არც ერთ ცენტს არ დავხარჯავთ

პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ პირობა დადო, რომ ღაზას სექტორის აღდგენისთვის გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებიდან არც ერთ ცენტს არ დახარჯავს. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

როგორც „ჰამასის“ პოლიტიკური ფრთის ლიდერმა იაჰა სინვარმა განაცხადა, საერთაშორისო დახმარება ღიად და სამართლიანად განაწილდება. „მოვესალმებით საერთაშორისო თანამეგობრობის და არაბული ქვეყნების ნებისმიერ ძალისხმევას, რაც ღაზას სექტორის აღდგენისკენ არის მირამთული“ - განაცხადა სინვარმა.

სინვარის ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების საპასუხოდ გაისმა, რომელმაც აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ღაზას სექტორს აღდგენაში დაეხმარება, მაგრამ „ფინანსური დახმარება „ჰამასის“ ხელში არ უნდა აღმოჩნდეს“.

შეერთებული შტატები პალესტინელებისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე პალესტინური ავტონომიის მეშვეობით აპირებს. „ჰამასის“ წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ აშშ ამ ორგანიზაციას და პალესტინურ ავტონომიას შორის უთანხმოების გაღვივებას ცდილობს, მაგრამ ვაშინგტონი ამ შედეგს ვერ მიაღწევს.

ღაზასთვის დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება დიდმა ბრიტანეთმაც მიიღო - ის პალესტინურ ანკლავს 3,2, მილიონ გირვანქა სტერლინგს( 4,5 მლნ აშშ დოლარს) გამოუყოფს. ფინანსურ დახმარებას პალესტინის ავტონომიას ევროკავშირიც აღმოუჩენს.

ცნობისთვის, ისრაელ-პალესტინის 11-დღიანი დაპირისპირების დროს ღაზას სექტორში 254 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 66 ბავშვია. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მხრიდან 12 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა. „ჰამასმა„ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით საერთო ჯამში 4000-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა