თეგებით ძიება
27. 05. 2021 მსოფლიო

13 თვის ბავშვი მშობლების ლოგინში გაიგუდა - მას გადასაფარებელი ძილის დროს თავსა და ყელზე მჭიდროდ დაეხვია

13 თვის ბავშვი მას შემდეგ დაიღუპა, რაც მშობლებს შორის გადაწვა დასაძინებლად, ის გარდაცვლილი საკუთარმა დედამ იპოვა.

ითან ჯორჯის დედამ კივილი დაიწყო შუაღამისას მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ სქელ პლედში უხერხულად გადახვეული ბავშვი სრულიად ლურჯი იყო და არ სუნთავდა, არც კი მოძრაობდა.

მამამ შვილს ხელოვნური სუნთქვის გაკეთება დაუწყო და ამას სასწრაფო დახმარების მისვლამდე აკეთებდა.

გამოძიების თქმით, ბავშვი რეგულარულად წვებოდა მშობელებთან და ისე ეძინა მათ ორსაწოლიან ლოგინში, მშობლებს შორის და ეს პირველი შემთხვეა არ იყო.

ბავშვის გარდაცვალების მიზეზი მოგუდვა გახდა, რაც ძილში მასზე დახვეულმა პლედმა, ფუმფულა გადასაფარებელმა გამოიწვია.

გამოძიება გრძელდება.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, უელსში მოხდა.

წყარო:newpost


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა