თეგებით ძიება
27. 05. 2021 მსოფლიო

იაპონიის ექიმთა პროფკავშირი ოლიმპიადის შემდეგ კორონავირუსის ახალი „ოლიმპიური“ შტამის გაჩენას არ გამორიცხავს

იაპონიის ექიმთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ტოკიოში ოლიმპიური თამაშების ჩატარებამ კორონავირუსის ახალი „ოლიმპიური“ შტამის განვითარება შეიძლება გამოიწვიოს.

იაპონიის ექიმთა ეროვნული პროფკავშირის ხელმძღვანელმა, ნაოტო უეიამამ აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ტოკიოში 200-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები ჩავლენ, ივლისში თამაშების ჩატარება სახიფათო იქნება.

„ვირუსის სხვადასხვა მუტანტი შტამი, რომელიც სხვადასხვა ადგილას არსებობს, ტოკიოში იქნება კონცენტრირებული. ვერ უარვყოფთ ოლიმპიადის შემდეგ ვირუსის პოტენციურად ახალი შტამის გაჩენის შესაძლებლობას“, - აღნიშნა იაპონიის ექიმთა ეროვნული პროფკავშირის ხელმძღვანელმა.

14 მაისს იაპონიის ექიმთა პროფკავშირმა მთავრობას ტოკიოს ოლიმპიადის გაუქმების მოწოდებით მიმართა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყება 23 ივლისს იგეგმება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა