თეგებით ძიება
28. 05. 2021 მსოფლიო

ასადმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

სირიაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ბაშარ ასადმა გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 95% მიიღო. ამის შესახებ სააგენტო „სანა“ იუწყება.

ასადის ძირითადმა კონკურენტებმა 3,3 და 1,5 % მიიღეს. ევროპულმა სახელმწიფოებმა უკვე განაცხადეს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა.

ასადი სირიას 2000 წლიდან ლიდერობს. მან ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე მამამისი, ჰაფეზ ასადი შეცვალა, რომელიც სირიას 29 წლის განმავლობაში ედგა სათავეში.

ასადის მომხრეები ქუჩაში გამოვიდნენ და არჩევნებში მისი გამარჯვება იზეიმეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა