თეგებით ძიება
28. 05. 2021 მსოფლიო

ლიბიის სანაპიროზე 6 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს

ლიბიის სანაპიროზე 6 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს, მათ შორის ქალი, ჩვილი და მცირეწლოვანია. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.

ცხედრები ქალაქ ზუვარას მახლობლად აღმოაჩინეს. ეს ადამიანები უცხოეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც ლიბიაში, სავარაუდოდ, ევროპაში გასამგზავრებლად ჩავიდნენ. ლიბია ბოლო წლებში ევროპაში აფრიკელი მიგრანტების ჩასვლის მსურველი მიგრანტებისთვის ტრანზიტული ქვეყანა გახდა. ადამიანები გაჭირვებას და კონფლიქტებისგან თავის დაღწევას ცდილობენ.

გაეროს ინფორმაციით, მხოლოდ 2021 წელს ხმელთაშუა ზღვაში 632 არალეგალური მიგრანტი დაიღუპა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა