თეგებით ძიება
28. 05. 2021 მსოფლიო

საფრანგეთში დანით შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა პოლიციელი მძიმედ დაჭრა

საფრანგეთის ქალაქ ნანტის მახლობლად დანით შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა პოლიციელი ქალი მძიმედ დაჭრა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმა პოლიციის განყოფილებაში მოხდა. ბოროტმოქმედი შენობაში შევიდა და პოლიციელ ქალს დანით ჭრილობა მიაყენა.

ბოროტმოქმედმა მიმალვა მოახერხა. ამჟამად პოლიცია მისი ძებნის და დაკავების ოპერაციას ატარებს. თავდასხმის მოტივები უცნობია, პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას თავდასხმის ადგილთან ახლოს მისვლას არ ურჩევს.

რამდენიმე კვირის წინ პარიზის მახლობლად დანით შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა პოლიციელი ქალი მოკლა. გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდამსხმელი ისლამისტური მოტივებით ხელმძღვანელობდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა