თეგებით ძიება
28. 05. 2021 მსოფლიო

გარდაიცვალა უკრაინელი პოეტესა,რომელმაც საკუთარი სიკვდილი იწინასწარმეტყველა

ცოტა ხნის წინ ოდესაში გარდაიცვალა პოეტესა და "გოგონა ბარბი" ოლგა არხანგელსკაია. რა ვითარებაში გარდაიცვალა 32 წლის პოეტესა ჯერჯერობით უცნობია, გოგონას სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მისმა კარგმა მეგობარმა, ასევე ცნობილმა "ბარბიმ" ვალერია ლუკიანოვამ გაავრცელა.

"იგი იყო საოცრად ნიჭიერი, მგრძნობიარე და ამავე დროს სრულიად კარჩაკეტილი ადამიანი”.-აღნიშნა ლუკიანოვამ.


32 წლის პოეტესამ საკუთარი სიკვდილი 2009 წელს დაწერილ ერთ -ერთ ლექსში იწინასწარმეტყველა.
"ერთ მშვენიერ დღეს დარჩება მხოლოდ მაისი, მხოლოდ მზე, ბალახი და მეც ჩავესვენები"

დაახლოებით 10 წლის წინ, ოლგა არხანგელსკაიამ დაიწყო საკუთარი გარეგნობის შეცვლა, რათა ბარბის დამსგავსებოდა. გოგონა ხშირად "ბრწყინავდა" სოციალურ ქსელებში, მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, ლუკიანოვასთან მეგობრობდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მათი გზები გაიყარა.

ვალერია აშშ-ში გაემგზავრა, ხოლო ოლგამ შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო და გამოაქვეყნა ლექსების კრებული რუსულ ენაზე "მივცურავ დროში".

ბოლო წლების განმავლობაში ოლგამ სოციალურ ქსელებში თითქმის აღარ აქტიურობდა და თითქმის არაფერს აქვეყნებდა საკუთარი თავის შესახებ. ბევრი მისი ახლობელი ამის გამო შეშფოთებული იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა