თეგებით ძიება
28. 05. 2021 COVID - 19

იაპონია „ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენებების ნებართვას გასცემს

იაპონია, მომავალი კვირიდან, „ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენებების ავტორიზაციას გასცემს, - გამოცემა Japan Times-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ნორიჰისა ტამურამ დღეს განაცხადა.

მისი თქმით, იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ აღნიშნული ასაკის მოქალაქეების „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით აცრა ქვეყანაში დამატებითი კლინიკური ცდის ჩატარების გარეშე მოხდეს.

შეგახსენებთ, „ფაიზერ/ბიონტექის“ 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ავტორიზაცია რამდენიმე დღის წინ კანადამ და შეერთებულმა შტატებმაც გასცეს. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაზე ამ ასაკის პირებში ჩატარებულმა კლინიკურმა ცდამ კორონავირუსის წინააღმდეგ მისი 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა