თეგებით ძიება
28. 05. 2021 COVID - 19

კონგოში კორონავირუსით ინფიცირებული პარლამენტის 32 წევრი გარდაიცვალა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში COVID 19-ის პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით ინფიცირებული პარლამენტის 32 წევრი გარდაიცვალა. ამის შესახებ euronews.com იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ეს პარლამენტის საერთო შემადგენლობის 5%-ს შეადგენს. ოფიციალური მონაცემებით. კონგოში საერთო ჯამში ინფიცირების 31 248 შემთხვევა დაფიქსირდა, 780 ადამიანი გარდაიცვალა.

ვაქცინაციის კამპანია კონგოში პრაქტიკულად ჩავარდა, ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინის შეტანა მისი უსაფრთხოების გარშემო გაჩენილი ეჭვების გამო დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

კონგოში, რომლის მოსახლეობა 80 მლნ ადამიანს შეადგენს, მხოლოდ 19 597 ადამიანია ვაქცინირებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა