საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 590 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 590 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 12 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 43 286 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 001, „პისიარ“ ტესტით – 15 285.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,28%, ბოლო 14 დღის – 3,53%, ბოლო შვიდი დღის – 2,97%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 342 880 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 325 016 გამოჯანმრთელდა, 4 739 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 134 602 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 565.
კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 826 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 693 პირი.