ბრიტანული და ინდური შტამები გაერთიანდა - მსოფლიოში ახალი, ბევრად სწრაფი კოვიდშტამი გამოჩნდა
ვიეტნამში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინიტროში აცხადებენ, ახალი ვარიანტი ბრიტანული და ინდური შტამების მუტაციების ნარევია.
მათივე ცნობით, ვირუსის ახალი ვარიანტი ბევრად სწრაფად ვრცელდება.
უახლოეს დღეებში ვიეტნამი შტამის შესახებ არსებულ ინფორმაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გადასცემს.
ცნობისთვის, ვიეტნამი, სადაც კორონავირუსის 6400 შემთხვევა და 47 გარდაცვალება ფიქსირდება, კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა.