29 მაისისთვის ჯამში ჩატარდა 134 602 აცრა, სრულად აცრილია 24 607 ადამიანი - NCDC
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 29 მაისისთვის ჯამურად, კორონავირუსის საწინააღმდეგო 134 602 აცრა ჩატარდა.
ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 24 607 ადამიანი.
„აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522“,-აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.