"ადგილობრივი მოსახლეობა უფრო იცავს რეკომენდაციებს, ვიდრე ტურისტები" - ამირან გამყრელიძე
ადგილობრივი მოსახლეობა უფრო იცავს რეკომენდაციებს, რასაც ვაკვირდები, ვიდრე ტურისტები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის სტაბილურია, ინფიცირებულთა რიცხვი კი ნელი ტემპით, თუმცა უკან იხევს. აქვე გამყრელიძე აღნიშნავს პირბადის ტარების აუცილებლობას.
"ამას აჩვენებს დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც საზოგადოებაში ვირუსის გავრცელების მასშტაბებს განსაზღვრავს და ბოლო 24 საათის განმავლობაში არის 2.96%, თუმცა ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მიუხედავად ამისა დღის განმავლობაში გამოვლენილი 700 და მათ შორის 1 000 შემთხვევა საქართველოსთვის მაინც მაღალია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მოქალაქეები და - უფრო მეტად, ტურისტები რეგულაციების უგულებელყოფას აქვს ადგილი. განსაკუთრებით ეს ეხება პირბადის გამოყენების ნიშნულს, რომელიც ბოლოს 1 კვირის განმავლობაში შემცირებულია და არის 68%-მდე ჩამოსული.
"ადგილობრივი მოსახლეობა უფრო იცავს რეკომენდაციებს, რასაც ვაკვირდები, ვიდრე ტურისტები.
ის 700 შემთხვევა, რაც დღეს გვაქვს, 1 000 შემთხვევა, რაც გუშინ გვქონდა, საქართველოსთვის არის, მიუხედავად იმისა, რომ კლების ტენდენციაა, საკმაოდ ბევრი და ამან შეიძლება იჩინოს ყოველდღიურად თავი ისევ მატებაში.
ამიტომ, გთხოვთ, თქვენი და ყველა მასმედიის საშუალებით, ისევ და ისევ გავაფრთხილოთ მოსახლეობა, განსაკუთრებით შემოსული ტურისტები," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.