ამირან გამყრელიძე - ინდური შტამის შემთხვევების მომატების რისკი არსებობს
რისკი და ალბათობა ე.წ. ინდური შტამის შემთხვევების მომატების არსებობს, მაგრამ ამისგან მტრის ხატი არ უნდა შევქმნათ. ეს მუტაცია მუდმივად იყო, არის და იქნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელძემ განაცხადა.
გამყრელიძის განმარტებით, ინდურ შტამს ბრიტანული შტამისგან განსხვავებით აქვს შედარებით მეტი გავრცელების რისკი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში.
მისი თქმით, რეკომენდაციები, რაც ქვეყანაში არსებობს ყველამ უნდა დაიცვას.
"მაქვს ინფორმაცია, რომ აჭარაში, სანაპიროზე ტურისტები პირბადის გარეშე დადიან გარე სივრცეებში, ეს დაუშვებელია, რადგან ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, შემთხვევების ის ოდენობა, რომელიც გვაქვს, მაინც მაღალია. ზაფხულის პერიოდში მობილობის გაზრდით და რეგულაციების არდაცვის საფუძველზე შესაძლებელია იყოს შემთხვევების ზრდის რისკი“, – განაცხადა გამყრელიძემ.