თეგებით ძიება
31. 05. 2021 COVID - 19

ეპიდვითარება საქართველოს სამეზობლოში

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 170 მლნ-ს (170,690,110) აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ეპიდემიოლოგიური ვითარება ასეთია: ????

რუსეთის ფედერაცია

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 694 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 355-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 5,063,442 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 121,162 ადამიანი გარდაიცვალა.

აქედან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 677 000 აღემატება.

აზერბაიჯანი


გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 141 ადამიანს გამოუვლინდა, 4 ადამიანი კი გარდაცვლილა.

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 333,864 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 4,907 ადამიანი. ვირუსისგან 324,103 პაციენტი განიკურნა.

სომხეთი


სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 81 შემთხვევა გამოვლინდა, 229 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ 19-ით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 222,636 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4,432 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 212,981.

თურქეთი


თურქეთში კორონავირუსის 7 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 137 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 11 180-ით გაიზარდა.

პანდემიის გამოცხადების დღიდან, ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 5,23 მილიონი შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 5,09 მილიონი ადამიანი. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 47 271 შეადგინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა