მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 171 მილიონს გადააჭარბა
worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 171 მილიონს გადააჭარბა.
ამავე სტატისტიკის თანახმად, ვირუსს დღემდე 3.5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა გლობალურად. ვირუსისგან განიკურნა 153 მილიონზე მეტი ადამიანი. ამჟამად კი ინფიცირების 14.3 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - თურქეთია.