თეგებით ძიება
31. 05. 2021 COVID - 19

„ორჯერადად აცრილებიც შესაძლოა, ინფიცირდნენ“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ერთჯერადად და ორჯერადად აცრილი ადამიანებიც შესაძლოა, ინფიცირდნენ.

როგორც მან განმარტა, ასეთი შემთხვევების სტატისტიკა უკვე არსებობს, თუმცა ორჯერადად აცრილებში დაავადება მსუბუქი ფორმებით განვითარდა.

„დაავადების გავრცელებაში აცრას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მედიცინაში 100%-იანი არაფერია, ამიტომ როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად აცრილებიც შესაძლებელია, ინფიცირდნენ და ამის სტატისტიკა უკვე არსებობს.

ერთჯერადად აცრილებში 0.8% ინფიცირდა, ხოლო ორჯერადად აცრილებში ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია, თუ არ ვცდები 0.2%-დან 0.3%-მდე. მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, ყველა მათგანმა ვირუსი გადაიტანა მსუბუქად, არ დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია და ინტენსიური სამედიცინო დახმარება.

ამიტომ, აცრა ადამიანებს იცავს პირველ რიგში დაავადების მძიმედ მიმდინარეობისგან და სიკვდილიანობისგან“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა