თეგებით ძიება
31. 05. 2021 COVID - 19

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ივნისის შემდეგ პირბადის გამოყენება მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში იყოს სავალდებულო

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ივ­ნი­სის შემ­დეგ პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ დიდი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში იყოს სა­ვალ­დე­ბუ­ლო.

ამის შე­სა­ხებ გამ­ყრე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის გა­მარ­თულ ვე­ბი­ნარ­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას მა­გა­ლი­თად, ტრან­სპორ­ტის გა­ჩე­რე­ბებ­ზე და დიდ ქუ­ჩებ­ზე ექ­ნე­ბათ, სა­დაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მოძ­რა­ობს.

“თუ ჩვენ მე­ზობ­ლებს შე­ვა­და­რებთ, იქ ეპიდსი­ტუ­ა­ცია ამ ეტაპ­ზე ჩვენ­თან შე­და­რე­ბით უკე­თე­სია. მათ უფრო ადრე გა­და­ი­ა­რეს ეს მე­სა­მე ტალ­ღა. ვტო­ვებთ პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას იმი­ტომ, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არის ასე­უ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში. რად­გან პირ­ბა­დე გახ­ლავთ ყვე­ლა­ზე უფრო იოლი და ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბა ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის, ამი­ტომ ჯერ­ჯე­რო­ბით მისი გა­მო­ყე­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ვტო­ვებთ.

ამა­ზე ბევ­რი დის­კუ­სი­აა, მაგ­რამ მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენ პირ­ბა­დე არ უნდა მო­ვიხ­სნათ. თუმ­ცა, არის სა­უ­ბა­რი იმა­ზეც, რომ შე­იძ­ლე­ბა პირ­ბა­დე იყოს სა­ვალ­დე­ბუ­ლო მხო­ლოდ დიდი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ზე, რო­გო­რიც არის ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბე­ბი, დიდი სა­სე­ირ­ნო ქუ­ჩე­ბი, რო­გო­რი­ცაა თბი­ლის­ში რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი, ასე­ვე ბა­თუ­მის ბულ­ვა­რი და ა.შ. მაგ­რამ მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ჯერ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, მა­გა­ლი­თად, ივ­ნის­ში პირ­ბა­დე იყოს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტი ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა