თეგებით ძიება

გახარია - სამწუხაროდ, არაფორმალური მმართველობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის ნაწილია

სამწუხაროდ, არაფორმალური მმართველობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის ნაწილია, - ასე უპასუხა ექსპრემიერმა, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟრნალისტის კითხვას, იყო და არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველი.

"არაფორმალური მმართველობა, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის ნაწილია. ეს არ ეხება მხოლოდ ხელისუფლებას. ეს ოპოზიციასაც ეხება. მაგალითისთვის, რამოდენიმე დღის წინ, ოპოზიციური პარტიის ლიდერი იმ გადაწყვეტილების მისაღებად, შევიდეს პარლამენტში თუ არ შევიდეს, ჩავიდა უკრაინაში. რითი განსხვავდება, ეს სხვა არაფორმალური მმართველობაა?", - განაცხადა გახარიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა