მონაცემების გადახედვის შედეგად, პერუში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა
მთავრობის მიერ მონაცემების გადახედვის შედეგად, პერუში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
პერუ COVID-19-ის პანდემიის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა ლათინური ამერიკის რეგიონში. ექსპერტები აცხადებდნენ, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი ოფიციალურ სტატისტიკას აღემატება.
30 მაისის მდგომარეობით, პერუში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 69 342 ადამიანს შეადგენდა. მონაცემების გადახედვა ნაწილობრივ ტესტირების ნაკლებობას უკავშირდება, რის გამოც, რთული იყო იმის დადგენა, ადამიანი ვირუსით თუ სხვა მიზეზის გამო გარდაიცვალა.
განახლებული მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, პერუში კორონავირუსს 180 764 ადამიანი ემსხვერპლა.
„ვფიქრობ, ჩვენი ვალდებულებაა ეს განახლებული ინფორმაცია გამოვაქვეყნოთ“, - განაცხადა პერუს პრემიერ-მინისტრმა.