„ამაზონი“ აშშ-ში მარიხუანის ლეგალიზებას მხარს უჭერს
აშშ-ის გზავნილების უდიდესმა კომპანია „ამაზონმა“ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მარიხუანის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა. ასევე, კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამსახურში პერსონალის მიღებისას მათ მარიხუანაზე ტესტი აღარ ჩაუტარდებათ. აქამდე ტესტზე დადებითი პასუხის შემთხვევაში ადამიანებს სამსახურში არ იღებდნენ. ამის შესახებ Reuters იუწყება.
როგორც „ამაზონის“ მომხმარებელთა დეპარტამენტის უფროსმა დეივ კლარკმა განაცხადა, კომპანია აქტიურად დაუჭერს მხარს კანონს მარიხუანის რეინვესტირების და ამოღების შესახებ, რაც ფედერალურ დონეზე მისი ლეგალიზებისკენ არის მიმართული.
აშშ-ის ზოგიერთ შტატში მარიხუანა ლეგალიზებულია, მაგრამ ფედერალურ დონეზე ის კვლავ აკრძალულ ნივთიერებად ითვლება.