აფხაზეთში კორონავირუსის რაოდენობა დღითიდღე იზრდება
ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 203 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც ინფექცია 25-ს დაუდასტურდა.
ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 32 ადამიანი მკურნალობს, მათგან 31-ს ვირუსი დაუდასტურდა. სოხუმის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 35 პაციენტი, გაგრის საავადმყოფოში - 6, ტყვარჩელის საავადმყოფოში კი 8 პაციენტი მკურნალობს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 15 385 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 234 პაციენტი, 12 810 კი გამოჯანმრთელდა.