თეგებით ძიება

"ჩვენ "ქართული ოცნების“ სტრუქტურა და ბიძინა ივანიშვილის როლი სათანადოდ ვერ შევაფასეთ - ეს თვითკრიტიკის ნაწილია" - მიხაილ როთი

ჩვენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სტრუქ­ტუ­რა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის როლი სა­თა­ნა­დოდ ვერ შე­ვა­ფა­სეთ, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტის (ბუნ­დეს­ტა­გის) სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, მი­ხა­ილ როთ­მა თბი­ლის­ში მე­დი­ას­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ჩვე­ნი შეც­დო­მა ის იყო, რომ ვერ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ ოლი­გარ­ქის ხელ­ში პარ­ტია ჩვენს მა­ღალ დე­მოკ­რა­ტი­ულ სტან­დარ­ტებს ვე­რას­დროს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. მკა­ფი­ოდ ვი­ტყვი, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ჩემი პარ­ტი­ის ოჯახს მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და. კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გვქონ­და, ისი­ნი ჩვენს პარ­ტი­ულ ყრი­ლო­ბებს ეს­წრე­ბოდ­ნენ. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ევ­რო­კავ­შირ­ში პროგ­რე­სუ­ლი პარ­ტი­ე­ბის, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის პარტნი­ო­რი იყო. ეს 2012 წელს და­ი­წყო და, რა თქმა უნდა, გვა­ხა­რებ­და ის, რომ გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი იყო და გვქონ­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ამ პარ­ტი­ას სურ­და და შე­ეძ­ლო ქვე­ყა­ნა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­რე­მარ­თა. მაგ­რამ, ყო­ველ­თვის როცა აქ ვი­ზი­ტით ვი­ყა­ვი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი­დან რამ­დე­ნი­მე კო­ლე­გა მე­უბ­ნე­ბო­და: შე­ხე­დე ამ უზარ­მა­ზარ შუ­შის შე­ნო­ბას გო­რა­კის თავ­ზე. მას ვე­რას­დროს შეხ­ვდე­ბი, მაგ­რამ ის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რია. ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ში დო­მი­ნან­ტი ფი­გუ­რაა და, რა თქმა უნდა, ის ძა­ლი­ან მდი­და­რია“, - უპა­სუ­ხა მი­ხა­ილ როთ­მა კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, თუ სად და­უშ­ვა შეც­დო­მა და­სავ­ლეთ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კურ­სი­სა და პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას.

მისი თქმით, და­სავ­ლე­თი"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას“ შანსს აძ­ლევ­და.

"ჩვენ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ შან­სი მი­ვე­ცით და მე ვი­ყა­ვი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვინც მო­ი­თხო­ვა, რომ ისი­ნი ჩვენს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ ოჯახ­ში აღარ მიგ­ვე­ღო. იმი­ტომ, რომ მეც, ისე­ვე რო­გორც ბევ­რმა სხვამ, გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ თქვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ მსგავს ქცე­ვას პროგ­რე­სულ პო­ლი­ტი­კას­თან, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ პო­ლი­ტი­კას­თან და ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს. ასე რომ, ჩვენ პარ­ტი­ის სტრუქ­ტუ­რა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის როლი სა­თა­ნა­დოდ ვერ შე­ვა­ფა­სეთ. ეს თვითკრი­ტი­კის ნა­წი­ლია. ჩვენ ჩუ­მად ვი­ყა­ვით, როცა რე­ჟი­მი "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის“ შე­სა­ხებ სა­უ­ბარს იწყებ­და. ერ­თა­დერ­თი "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია“ არ­სე­ბობს და ეს რუ­სე­თია“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხა­ილ როთ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა