ბრიტანეთმა „ფაიზერის“ ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენება დაუშვა
„ბიბისის“ ცნობით, ბრიტანეთის მარეგულირებელმა, „ფაიზერის“ ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების უფლება გასცა.
მარეგულირებლის განცხადებით, კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ამ ასაკის ბავშვებში ვაქცინის გამოყენება უსაფრთხო და ეფექტურია. ახლა ვაქცინაციის კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, დაიწყება თუ არა ვაქცინის გამოყენება ბავშვებში.
დღემდე ბრიტანეთში ვაქცინაცია 16 წლიდან იწყება.