თეგებით ძიება
07. 06. 2021 COVID - 19

2020 წლის მარტიდან COVID-19-ს 1500-ზე მეტი ჟურნალისტი ემსხვერპლა

2020 წლის მარტიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების ან COVID-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად მსოფლიოს 77 ქვეყანაში 1500-ზე მეტი ჟურნალისტი გარდაიცვალა. ინფორმაციას Press Emblem Campaign ავრცელებს.

ამასთან, მედიის წარმომადგენლების გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ამა წლის მაისში დაფიქსირდა, როდესაც კორონავირუსს 200 ჟურნალისტი ემსხვერპლა.

"ახალი კორონავირუსი ყველაზე ძვირი ინდოეთში დაუჯდათ. 2020 წლის მარტიდან ამ ქვეყანაში სიკვდილის, სულ მცირე, 246 ფაქტი დაფიქსირდა", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მისი ცნობით, შემდეგ მოდის ბრაზილია, სადაც COVID-19-ს 239 ჟურნალისტი ემსხვერპლა, ასევე პერუ (163), მექსიკა (112) და კოლუმბია (65).

Press Emblem Campaign-ის გენერალური მდივნის თქმით, ჟურნალისტები კორონავირუსთან დაკავშირებულ მოვლენებს აქტიურად აშუქებენ, ამიტომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა