რას აცხადებს გამყრელიძე კომენდანტის საათის მოხსნაზე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეპიდვითარება არ იძლევა საშუალებას, რომ მოქალაქეებმა ღია სივრცეებში პირბადე მოიხსნან.
რაც შეეხება ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვას, გამყრელიძის თქმით, 2 კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას დააკვირდებიან და გადაწყვეტილება ამის შესაბამისად მიიღება.
„დღეს იყო მსჯელობა ამ საკითხზე, ღამის კარანტინთან მიმართებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დავაკვირდეთ კიდევ 10 დღე, ორი კვირა ეპიდსიტუაციას და შემდეგ ვიმსჯელოთ, რა ტიპის გადაწყვეტილება იქნება“, - ამბობს გამყრელიძე.