თეგებით ძიება
08. 06. 2021 COVID - 19

საქართველოში ბინაზე ხანდაზმულთა ვაქცინაცია დაიწყო

ვაქცინაციასთან მიმართებით მეტი აქტივობაა ახალგაზრდა ჯგუფებში, ხანდაზმულებში ნაკლებად, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გაბუნიამ განმარტა, ხანდახმულების ბინაზე ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო კვირიდან პროცესი გააქტიურდება.

„ხანდაზმულთა სახლებსა და თავშესაფრებში ვაქცინაცია აქტიურია და ეს დაწესებულებები თითქმის სრულადაა მოცული. ასევე, დავიწყეთ ბინაზე ხანდაზმულების ვაქცინაციის პროგრამა და ვფიქრობ, მომდევნო კვირიდან უფრო აქტიური გახდება. სამინისტროს უნდა დაუკავშირდნენ ხანდაზმულები, რომლებიც ბინაზე არიან და სჭირდებათ ვაქცინაცია“, - აღნიშნა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ასევე განაცხადა, რომ გრძელდება ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლების ვაქცინაცია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა