საფრანგეთმა ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა
საფრანგეთმა საერთაშორისო ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა. თუმცა ქვეყანაში მხოლოდ იმათ შეუშვებენ, ვინც ევროკავშირის მარეგულირებლის (ЕМА) მიერ ავტორიზებული ვაქცინებით არის აცრილი. ეს კომპანიების Pfizer-BioNTech, Moderna, AstraZeneca და Johnson&Johnson პრეპარატებია.
საფრანგეთმა მსოფლიოს ქვეყნები სამ ზონად გაყო - წითელი, ნარინჯისფერი და მწვანე. სტატუსი მათ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ენიჭებათ.
ახალი წესების თანახმად, "ნარინჯისფერი" ქვეყნებიდან საფრანგეთში შესვლა ყველა ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ. ამასთან, ამ ქვეყნებიდან ჩამოსულებს კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა ჩამოფრენისას მაინც მოეთხოვებათ.
"ნარინჯისფერი" იმ პირებს, ვინც აცრილია ვაქცინით, რომელიც ევროკავშირის მარეგულირებლის მიერ არ არის ავტორიზებული, საფრანგეთში მოხვედრა მხოლოდ "საპატიო მიზეზით" შეუძლიათ.
ამასთან, ასეთ ვიზიტორებს აეროპორტში კორონავირუსზე უარყოფით ტესტს და 7 დღით თვითიზოლაციაში გადასვლას მოსთხოვენ. შესაძლოა, ადგილზე მათ ანტიგენზე ტესტის ჩაბარებაც მოუწიოთ.
ამასთან, საფრანგეთი უპირობოდ ხსნის ყველა შეზღუდვას "მწვანე ზონის" მოქალაქეებისთვის, რომელშიც შედიან ევროკავშირის ქვეყნები და ავსტრალია, სამხრეთ კორეა, ისრაელი, იაპონია, ლიბანი, ახალი ზელანდია და სინგაპური.