თეგებით ძიება
09. 06. 2021 COVID - 19

Pfizer კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას 12 წლამდე ბავშვებზე გამოცდის

კომპანია Pfizer კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას 12 წლამდე ბავშვებზე გამოცდის. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ახალ კვლევაში აშშ-დან, ფინეთიდან, პოლონეთიდან და ესპანეთიდან 4500 ბავშვი მიღებს.

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა საგანგებო შემთხვევებში გამოყენებისთვის 12 წელს გადაცილებული მოზარდებისთვის აშშ-ში, კანადაში და ევროკავშირში არის დაშვებული.

Pfizer-ის განცხდებით, გაფართოებულ კვლებაში 5-დან 11 წლამდე ბავშვებში 10 მიკროგრამის დოზას გამოიყენებენ, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი კი 3 მიკროგრამს მიიღებს. შედარებისთვის, ზრდასრულები 30 მიკროგრამს იღებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა