821 ინფიცირება, 866 გამოჯანმრთელება, 31 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 821 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 31 ადამიანი, ხოლო 866 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 351249-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 4982 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 335895 პირი.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური -დღიური - 2,13%, ბოლო 14 დღის - 2,77%, ბოლო 7 დღის - 2,73%-ია.