აცრის ტენდენცია კარგია, მაგრამ აცრილთა რაოდენობა დაბალია - თენგიზ ცერცვაძე
აცრის ტენდენცია კარგია, მაგრამ აცრილთა რაოდენობა დაბალია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.
მისი თქმით, ივლისის პირველი რიცხვებიდან ქვეყანაში სხვადასხვა ვაქცინა შემოვა.
"აცრის ტენდენცია კარგია, მაგრამ აცრილთა რაოდენობა დაბალია, რადგან დავიწყეთ ძალიან გვიან, დავიწყეთ 15 მარტს, თან არ იყო ვაქცინების საკმარისი რაოდენობა. ყველაზე უარესი იყო მოსახლეობის სკეპტიციზმი და მიუღებლობა ვაქცინაციის, რაც გააღრმავა პირველივე დღეებში ფატალურმა შემთხვევამ. იმის შემდეგ აცრილია 180 000 ადამიანი და არცერთი ფატალური შემთხვევა არ გვქონია. ამან თავისი როლი ითამაშა, სკეპტიციზმი იკლებს, ყველაფერი მიდის წინ ვაქცინაციის საკითხში. წინ მიდის ვაქცინაციის ქსელიც, იყო 80 პუნქტი, ახლა არის 130 და მალე იქნება 250 პუნქტი. ყველგან არის რეანიმაციის სამსახური თუ ეს საჭირო იქნება. ივლისის პირველი რიცხვებიდან შემოვა სხვადასხვა ვაქცინები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას გული წყდებოდა „ფაიზერზე“ ზოგიერთს იდეაფიქსი აქვს, რომ „ფაიზერით“ უნდა აიცრან და მათ ექნებათ „ფაიზერი“. და კიდევ უფრო უკეთესი, მათ ექნებათ „ნოვოვაქსი“, რომელიც ჯერ არ გამოსულა მსოფლიო ბაზარზე. „ნოვოვაქსი“ მიიღებს დადასტურებას და ჩემი რწმენით, ეს იქნება ყველაზე უკეთესი ვაქცინა, „ფაიზერზე“ კიდევ უკეთესი“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.