თეგებით ძიება
10. 06. 2021 COVID - 19

380 თბილისი, 78 სამეგრელო-ზემო სვანეთი - ეპიდვითარება რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 253 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 138 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 115 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი დღიური - 2,12%, ბოლო 14 დღის - 2,75%, ბოლო 7 დღის - 2,59%-ია.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 705 ახალი შემთხვევის განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

- თბილისი - 380

- აჭარა - 39

- იმერეთი -59

- ქვემო ქართლი -55

- შიდა ქართლი -16

- გურია -18

- სამეგრელო-ზემო სვანეთი -78

- კახეთი -41

- მცხეთა-მთიანეთი -11

- სამცხე-ჯავახეთი -3

- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 909 საიდანაც: 3 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტია 689 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 193 პაციენტი.

594 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 6 085 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

სულ 6 ოქტომბრიდან - 9 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 838 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 924 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა