ევროკავშირი კორონავირუსის წარმოშობის გამოძიებას მხარს უჭერს
G7-ის სამიტზე ევროკავშირი აშშ-ის წინადადებას დაუჭერს მხარს, რომელიც კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითვალისწინებს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა, შარლ მიშელმა და ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადეს.
"ევროკავშირის მხარს უჭერს უკლებლივ ყველა ძალისხმევას, რომელიც პანდემიის წარმოშობის საკითხში ტრანსპარენტულობას უზრუნველყოფს", - განაცხადა მიშელმა.
თავის მხრივ, ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გამომძიებელთა ჯგუფს ნამდვილად დასჭირდება წვდომა ჩინეთში პირველად ინფიცირების ადგილებსა და დოკუმენტებზე.