"სრულად ვაქცინირებული პირებიც რისკის ქვეშ არიან" - ამერიკა თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში ვიზიტისგან თავი შეიკავონ
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, მომატებული რისკის გამო, საქართველოში ვიზიტისგან თავი შეიკავონ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში ჩამოსვლა სრულად ვაქცინირებული პირებისთვისაც სარისკოა:
"აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოში მოგზაური პირებისთვის შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:
თავი შეიკავეთ საქართველოში მოგზაურობისგან.
თუ საქართველოში აუცილებლად უნდა წახვიდეთ, დარწმუნდით, რომ მოგზაურობამდე სრულად ვაქცინირებული ხართ.
საქართველოში მოგზაური სრულად ვაქცინირებული პირებიც რისკის ქვეშ არიან, რომ COVID 19-ის ვარიანტებით დაინფიცირდებიან.
საქართველოში მოგზაურებმა უნდა დაიცვან ყველა რეკომენდაცია ან მოთხოვნა, მათ შორის ნიღბის ტარებისა და დისტანციის დაცვის შესახებ" - ნათქვამია განცხადებაში.