695 ინფიცირება, 797 გამოჯანმრთელება, 16 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 695 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 16 ადამიანი, ხოლო 797 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 352649 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5012 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 337820 პირი.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,84%, ბოლო 14 დღის - 2,67%, ბოლო 7 დღის - 2,44%.