ანგელა მერკელი: პანდემია არ დასრულებულა - ე.წ. ინდური ვარიანტის გავრცელება შეშფოთებას იწვევს
გერმანიაში კოვიდსიტუაციის ბოლოდროინდელი გაუმჯობესება სასიამოვნო ფაქტია, თუმცა პანდემია არ დასრულებულა და ე.წ. ინდური ვარიანტის გავრცელება შეშფოთებას იწვევს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა.
„ბოლო თვეების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, მაგრამ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ვირუსი არ გამქრალა“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ანგელა მერკელის თქმით, ე.წ. ინდური ვარიანტის გავრცელების გამო, რისკები კვლავ არსებობს.
„დელტა ვარიანტი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ძალიან ფართოდ ვრცელდება, გვაშფოთებს“, - აღნიშნა მან.