საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.95%-ია
საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,95 პროცენტი, ბოლო 14 დღის –2,64, ბოლო შვიდი დღის – 2,32 პროცენტი.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 22 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში ჩატარდა 40 667 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 242, „პისიარ“ ტესტით – 16 425.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 353 443 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 338 318 გამოჯანმრთელდა, 5 034 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 202 314 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 283. კარანტინის რეჟიმშია 47, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 147 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 610 პირი.