მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 176 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 176 მილიონს გადააჭარბა. worldometers.info-ზე არსებული მონაცემებით, ამ დროისთვის გლობალურად 176,052,554 ადამიანია ინფიცირებული.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 3,800,900 ადამიანი, ხოლო 159,634,604 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ყველაზე მძიმე ვითარება აშშ-შია, სადაც covid-19-ით 34,306,446 ადამიანი დაავადდა, ხოლო 614,738 გარდაიცვალა.
ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ხუთეულში აშშ-სთან ერთად შედიან: ინდოეთი, ბრაზილია, საფრანგეთი და თურქეთი.