თეგებით ძიება
12. 06. 2021 COVID - 19

შეღავათები და სპეციალური სტატუსი - რა დაწესდება ორჯერ აცრილი ადამიანებისთვის?

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესის სტიმულირებისთვის, შესაძლოა, დაწესებულებებს, სადაც ყველა თანამშრომელიც კოვიდვაქცინის ორივე დოზით იქნება აცრილი, ე.წ. „მწვანე“ სტატუსი მიენიჭოს.

„საუბარია იმაზე, რომ გარკვეული სტიმულები მივცეთ სამედიცინო დაწესებულებებს. დღესაც და გუშინაც, აჭარაში საუბარი გვქონდა ე.წ. „მწვანე დაწესებულებებზე“. ეს ნიშნავს, რომ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სკოლაში თუ რესტორანში, ყველა აცრილია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე ასევე ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეღავათების დაწესებასაც განიხილავს.

„დღეისთვის, ქვეყანაში 64 ათასი ორჯერადად აცრილი ადამიანი გვყავს. საკოორდინაციო საბჭო, ორჯერადად აცრილი მოქალაქეებისთვის, განიხილავს შესაბამის შეღავათებს. საუბარია, მაგალითად, კომენდანტის საათთან, მოგზაურობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებაზე. ეს აუცილებელია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 443 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 338 318, გარდაიცვალა 5034 პაციენტი.

primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა