ენტონი ბლინკენი - მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამდგომლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის
მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამდგომლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის - ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერის ფასილიტაციითა და აშშ-ის ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებას.
როგორც სახელმწიფო მდივანი ტვიტერზე წერს, ასეთი ნაბიჯები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში მშვიდობიანი მომავლის დამყარებას.
"ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას. მადლობას მოვახსენებთ საქართველოს მთავრობას შუამდგომლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში. ასეთი ნაბიჯები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში მშვიდობიანი მომავლის დამყარებას, რომელსაც მისი მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
შეგახსენებთ, რომ ქართული მხარის ფასილიტაციით, აზერბაიჯანმა კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.