თეგებით ძიება
13. 06. 2021 COVID - 19

საქართველოში კორონავირუსის 522 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 074 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 074 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 14 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში ჩატარდა 21 922 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 016, „პისიარ“ ტესტით – 10 906.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,38 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,61 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,29 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 353 965 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 339 392 გამოჯანმრთელდა, 5 048 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 206 742 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 425.

კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 155 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 610 პირი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა