თეგებით ძიება
14. 06. 2021 სპორტი

არ დავნებდები - კრისტიან ერიქსენი

მადლობა ყველას, მე არ დავნებდები, - ამის შესახებ გამოცემა La Gazzetta dello Sport-ს დანიის ნაკრების ფეხბურთელმა, კრისტიან ერიქსენმა განუცხადა.

29 წლის სპორტსმენის თქმით, ის ახლა თავს უკეთ გრძნობს.

"მაგრამ მინდა გავიგო, რა ხდება. მადლობა ყველას იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ", - განაცხადა ერიქსენმა.

შეგახსენებთ,12 ივნისს, "ევრო 2020"-ის რიგით მე-3 მატჩში, დანია - ფინეთს თამაშზე, პირველი ტაიმის მიწურულს მოულოდნელი უსიამოვნო ინციდენტი მოხდა და დანიის ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი მიწაზე უგონოდ დაეცა. სპორტსმენი მოედნიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და მკურნალობას ახლაც გადის.

რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა, რომ დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი ცოცხალია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სპორტსმენი მოედნიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და მკურნალობას ახლაც გადის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა