თეგებით ძიება
14. 06. 2021 COVID - 19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსით 3900-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 70 421 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3921 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 29 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, 374 305 პაციენტი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა