თეგებით ძიება
14. 06. 2021 COVID - 19

„სინოვაკით“ ვაქცინაცია გრძელდება

ქვეყნის 2 დიდ ქალაქში თბილისსა და ბათუმში ექიმების, ტურიზმისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის მსურველები „სინოვაკის“ ვაქცინით ბათუმის საოჯახო მედიცინის ცენტრში, თბილისისა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იცრებიან. პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ესწრება.

ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა „სინოფარმის“ მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა.

ცნობისთვის, ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 14-28 დღის ინტერვალით კეთდება. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევებმა აჩვენა, რომ მეორე დოზის მიღების შემდეგ „სინოვაკის“ ვაქცინა (როგორც COVID 19-ის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინები) 85-100%-ით ეფექტურია COVID-19-ის მწვავე გართულებისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ.

მათი თქმით, „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მიღების საშუალება ეტაპობრივად ტურიზმის სექტორის ყველა წარმომადგენელს ექნება.

ვაქცინაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის სწრაფ აღდგენას. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ვაქცინაცია თბილისში, ბათუმსა და თელავში მიმდინარეობს

უწყების ცნობით, 14 ივნისის მონაცემებით, „სინოვაკით“ 25 857 ადამიანი აცრილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა