გიორგი ფხაკაძე აიცრა - რა ვაქცინა გაიკეთა და როგორ გრძნობს თავს ექსპერტი?
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აიცრა. როგორც მან სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვისას განაცხადა, "ფაიზერის" ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა.
მისი თქმით, ვაქცინაციის შემდეგ, მას ხელი ცოტათი ტკივა.
"ჩვეულებრივად დავრეგისტრირდი და გავიკეთე "ფაიზერის" ვაქცინა. გავიკეთე პირველი დოზა, მეორე დოზა მექნება 28 დღეში. ცოტათი ტკივილი მაქვს ხელში, ეს ნორმალური ამბავია ნებისმიერი ვაქცინის შემდეგ. ეს არის და ეს. ამის გამო ატეხილია მთელი ამბავი.
ჩემი რეკომენდაცია ჩემი მეგობრებისათვის - გაიკეთეთ ფ"აიზერი", გაიკეთეთ "მოდერნა", - აცხადებს ფხაკაძე.