თეგებით ძიება
15. 06. 2021 COVID - 19

კოვიდ-ვაქცინასთან ერთად გრიპის ვაქცინის გაკეთება ყოველწლიურად მოგიწევთ - J&J

ფარმაცევტული კომპანია Johnson & Johnson-ის გენერალური დირექტორის, ალექს გორსკის განცხადებით, მოსახლეობას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კოვიდ ვაქცინასთან ერთად გრიპის ვაქცინის გაკეთებაც მოუწევთ. ამის შესახებ გამოცემა CNBC იუწყება.

The Wall Street Journal-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, გორსკიმ აღნიშნა, რომ ყოველწლიურად ვაქცინის ე.წ. ბუსტერების მიღება მანამდე იქნება საჭირო, ვიდრე მსოფლიოში კოლექტიური იმუნიტეტი არ გამომუშავდება, ან სანამ მეცნიერები ახალი შტამების თავიდან აცილებას არ შეძლებენ.

ცნობისთვის, J&J-ის ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზაა საჭირო, როდესაც სრულად ვაქცინაციისათვის სხვა ვაქცინების ორი დოზა გამოიყენება.

როგორც ვაქცინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, მოსახლეობას დაახლოებით წელიწადში ერთხელ მოუწევთ დამატებითი დოზა ვაქცინის მიღება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა