თეგებით ძიება
15. 06. 2021 COVID - 19

ამირან გამყრელიძე: პიკი მაისის შუა რიცხვებში გადავიარეთ, პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ გარდაცვალებულთა რიცხვი იზრდება

გარდაცვალებულთა მაჩვენებელს, რომელიც ყველაზე მძიმე ინდიკატორია ეპიდსიტუაციის დასახასიათებლად, დინამიკა ნელი ტემპით აქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე არ უარვყოფ, რომ გარდაცვალებულთა რიცხვი მაღალია და ამას ხშირად ვამბობდით. პიკი მაისის შუა რიცხვებში გადავიარეთ, პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ გარდაცვალებულთა რიცხვი იზრდება, მიტომ ახლა, ამ ინდიკატორითაც დაღმავალ ფერდზეა ქვეყანა, თანდათან ის შემცირდება, რა თქმა უნდა, თუ არ გაგვეზარდა ინფიცირების მაჩვენებელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 355 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 341 103, გარდაიცვალა 5 083 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა