თეგებით ძიება
15. 06. 2021 COVID - 19

კოვიდგადატანილებისთვის ვაქცინის გაკეთების პერიოდი შემცირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდგადატანილი პირები ვაქცინის გაკეთებას 4 თვეზე ნაკლებ დროში შეძლებენ.

როგორც გამყრელიძე აღნიშნა, კოვიდგადატანილი პირებისთვის ვაქცინის გაკეთების პერიოდის შემცირება ივლისში იგეგმება, როდესაც ქვეყანაში საკმარისი ვაქცინების რაოდენობა შემოვა.

"ბევრ ქვეყანას აქვს 1-3 თვე, ზოგს კი 2 კვირა. ჩვენ საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების საფუძველზე ამას გადავხედავთ და ალბათ, ივლისში შემცირდება",- აღნიშნავს გამყრელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა