თეგებით ძიება
15. 06. 2021 COVID - 19

„დღეისთვის საქართველოში ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული“- პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აღნიშნავს, რომ დღეისთვის საქართველოში ეგრეთ წოდებული ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული.

მისი თქმით, ბრიტანულ შტამთან ერთად, საქართველოში გავრცელებას იწყებს ინდური შტამიც.

„სამწუხაროდ, ისევე როგორც მთელ ევროპაში, ძალიან იმატებს დელტა, ინდური შტამის ფუნქციონირება. მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, დელტა შტამი წამყვანი ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში. ჩვენთანაც მატულობს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს უკავშირდება ძირითადად ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ბრუნდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან. 18 შემთხვევაა დღეისთვის დადასტურებული, რაც ნიშნავს, რომ წამყვან შტამთან ერთად ე.წ. ბრიტანული, უკვე გავრცელებას იწყებს ე.წ. ინდური შტამიც“– განაცხადა პაატა იმნაძემ.

მან ასევე ისაუბრა COVID 19-ის ვაქცინების საქართველოში ჩამოტანის ვადებზე და აღნიშნა, რომ ივლისში მასობრივი ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება.

„დაახლოებით რაც გვაქვს შეტყობინება ჩვენი ბიზნეს პარტნიორებისაგან თვის ბოლოს ნახევარი მილიონი დოზა უნდა ჩამოვიდეს „სინოფარმის“ ვაქცინის, ასევე ველოდებით ივლისის თვეში Pfizer-ის და „სინოვაკის“ ვაქცინას, ცოტა მოგვიანებით იქნება Johnson & Johnson-ი, და „ნოვოვაქსი“ ასე რომ ეს ზაფხული იქნება გაჯერებული და დიდი იმედი გვაქვს, რომ ივლისში გაიშლება ვაქცინაციის კამპანია“ განაცხადა პაატა იმნაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა