საფრანგეთში დღეიდან 12-18 წლის მოზარდების ვაქცინაცია დაიწყო
საფრანგეთში დღეიდან 12-18 წლის მოზარდების ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro წერს.
ვაქცინაცია მხოლოდ ორივე მშობლისა და მოზარდის თანხმობის შემთხვევაში ტარდება და აცრის დროს ერთ-ერთი მშობელი მოზარდს თან უნდა ახლდეს.
პოტენციურად ვაქცინის მიღება 3,5 მილიონ მოზარდს შეუძლია. ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით აცრის პირველი დოზა 27-მა მილიონმა ადამიანმა (ზრდასრული მოსახლეობის 50%) მიიღო, 12 მილიონი კი ვაქცინის ორივე დოზით აიცრა.